ქართული ჩაის ჩხირის მწარმოებელი კომპანია „ამრიტი“ (შპს მილენიალსი) მთლიან აქტივს ყიდის. ელექტრონულ აუქციონზე ქონება განახევრებულ ფასად, 90 168 ლარად იყიდება. 

შპს „მილენიალსი“-ს სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს:

ჩაის შესაფუთი დანადგარი Tea Bag Packaging Machine DXD500KB (ერთი ერთეული); 
ჰაერის კომპრესორი (ერთი ერთეული);
მაგიდა (ერთი ერთეული);
დასაკეცი სკამი (ერთი ერთეული);
წყლის ელ.გამაცხელებელი (ერთი ერთეული);
მტვერსასრუტი KARCHER WD2 (ერთი ერთეული);
შესაწებებელი აპარატი (ერთი ერთეული);

ჩაი (შავი) - 368 კგ;
ჩაი (მწვანე) - 44 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი) - 195 კგ;
შესაფუთი ფოლგა (მწვანე) - 95 კგ:
შესაფუთი ფოლგა (შავი ბერგამოტით) - 98 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი ვარდით) - 95 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი მოცვით დალიმნით) - 92 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი კარკადე ფორთოხლით) - 94 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი (შავი) - 135 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი (მწვანე) - 125 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი 100 ცალიანი - 400 კგ.

„ვინაიდან მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა, მყიდველს გადაეცემა გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული პლატფორმა (ჰოსტინგის მომსახურება და ა.შ.) ან გამოყენებულია მისი შექმნისას“, - ნათქვამია აღწერილობაში.

აუქციონი 20 თებერვალს დასრულდება.

შპს „მილენიალსი“ 2016 წელს დაარსდა. პროექტის საპარტნიორო ფონდ „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით განხორციელდა. ის არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეიმუშავა ჩაი ახალტექნოლოგიური ჩხირების შეფუთვაში - ჩაი ამრიტი. კომპანიის კუთვნილი დანადგარებით შესაძლებელია ჩაის ჩხირების (Tea Stick) წარმოება.