„ქართუ ფონდმა” ლაგუნა ვერე გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი ირაკლი აბესაძე ავრცელებს. 

მისი განცხადებით, მყიდველი შპს „ნეო სითი დეველოპმენტია“.

„კოსტავას ქუჩაზე ცათამბჯენების მშენებლობის მძიმე პრობლემის გადასაფარად წლის დასაწყისში კალაძე ამტკიცებდა, რომ აუზს მუნიციპალიტეტი აღადგენდა - რაც მისი მორიგი ტყუილი აღმოჩნდა.

იგივე კალაძემ საერთოდ ეჭვის ქვეშ დააყენა იქ აუზის არსებობის მიზანშეწონილობა და თქვა, რომ ყველაზე დაბინძურებულ ადგილას აუზის არსებობის გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად მიიღებდა. ვნახოთ იქნება თუ არა აუზი აქ“, - წერს ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში. 

„ნეო სითი დეველოპმენტის“ დირექტორი ტარიელ გაბუნია, ხოლო კომპანიის 100% წილის მფლობელი მარიკა ვერულაშვილია.