იტალიური, ძვირად ღირებული ბრენდის,  Prada-ს წმინდა შემოსავალი 2023 წელს 17%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია მის მფლობელობაში მყოფი Miu Miu ბრენდის გაყიდვების ზრდით.

გუშინ კომპანიამ განაცხადა, რომ წმინდა შემოსავალმა  4,7 მილიარდი ევრო (5,1 მილიარდი დოლარი) შეადგინა,  რამაც გაყიდვების 17%-იანი ზრდა აჩვენა

გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს, აზიის წყნარი ოკეანის ზონაში გაყიდვები 24%-ით, ხოლო ევროპაში  14%-ით გაიზარდა. ამერიკაში კი გაყიდვები უცვლელი დარჩა.

გასულ წელს Prada-ს კორექტირებული საოპერაციო მოგება 26%-ით გაიზარდა და 1,06 მილიარდ ევროს მიაღწია.