დღეს, 13 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

სხდომის მთავარი თემა ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის სტრუქტურის ანალიზია.

კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულია: ფასწარმოქმნის ჯაჭვის, ბაზრის სტრუქტურის და საოპერაციო პროცესების განხილვა.