აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ბორდთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
ჯიმ ო’ბრაიენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შეხვდა. ამჟამად, ო’ბრაიენი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.