საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (𝗚𝗖𝗖𝗔) სს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ მომხმარებლების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
კერძოდ, სააგენტოს მიმართა არაერთმა მოქალაქემ სს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რაც „ნიკორას“ ობიექტებში მომხმარებლების შეცდომაში შეყვანასა და პროდუქტზე მითითებული ფასისგან განსხვავებული თანხის გადახდას შეეხებოდა.
კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის, გაფორმდა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, რომ სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ პროდუქციაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება უზრუნველყოს. გარდა ამისა, ფასდაკლებების პერიოდში, "ნიკორა ტრეიდს" დაევალა, მომხმარებლებს შეთავაზებების/ფასდაკლებების მოქმედების ვადის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. შეთანხმება აგრეთვე ითვალისწინებს მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების ვალდებულებას - მკაფიოდ და გასაგებად. მოვაჭრეს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად 2-თვიანი ვადა განესაზღვრა.
"ნიკორას" მომხმარებლის საჩივრის შემდეგ , პროდუქციაზე ფასები გარკვევით დაწერა დაევალა- 𝗚𝗖𝗖𝗔
შეიძლება, ბიზნესში მოვსინჯო ჩემი ძალები - მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის
გავაგრძელებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დახმარების გაწევას მათი სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერების მიზნით - ზახაროვა
ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას - ირაკლი კობახიძე
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად დავით ვარდიაშვილი დაინიშნა
1787833800
1787830200
1787826600