ეკონომიურად ნაკლებად შეძლებული ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანია სავალდებულო დაზღვევა, ვიდრე მდიდრისთვის, რომელსაც ნებისმიერი ანაზღაურების გადახდა ჯიბიდან შეუძლია, - , - ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით 720 000-მდე მოქალაქე სარგებლობს, საიდანაც 250 000 სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან არის დაზღვეული.

"სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე გადავავადეთ იქნებოდა იმის საფუძველი, რომ ეს გახდეს ერთგვარი ბიძგი სხვა სადაზღვევო ურთიერთობებისთვის.

ნებაყოფლობით კერძო დაზღვევაში 1 წლის ჭრილში 60 000-მდე ადამიანით მეტი იყო ხოლმე დაზღვეული. ახლა, წინა წლის და მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ სამწუხაროდ, მხოლოდ 13 000 კაცით არის ზრდა, საიდანაც 5 000 სახელმწიფოს მიერ არის დაზღვეული. მედიცინის მიმართულებით თუ გვქონდა 60 000-მდე ზრდა ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს ზრდა გაჩერდა. საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით 720 000-მდე მოქალაქე სარგებლობს, საიდანაც 250 000 სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან არის დაზღვეული. დაახლოებით, 450 000-მდე ადამიანია თავისი ჯიბიდან დაზღვეული და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ზრდა არის საჭირო.

ჩვენ გვქონდა იდეა - დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით. რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმებული ადამიანისთვის, რომელთა ნაწილი საყოველთაო დაზღვევიდან იღებს გარკვეულ ანაზღაურებებს. აღნიშნული იდეა საყოველთაო დაზღვევას საშუალებას მისცემდა მთლიანად მოშორებულიყო დასაქმებულთა სეგმენტს და გამოეთავისუფლებინა გარკვეული თანხები”, - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

bp.ge