„ბოლო დროს ნაჩქარევად მიღებული ყველა ადმინისტრაციული კანონი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაში მწვავე პანიკის სიმპტომებია“, - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესმენი,"საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ფასი ასლი.
მისი მტკიცებით, რეალურ დროში დიქტატორის დაშლის მოწმენი ვართ.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი ადმინისტრაციული კანონი საშუალებას აძლევს პოლიციას დააკავონ პირადი ეჭვის საფუძველზე, რომ შესაძლოა, გაიმეოროთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ეს ნიშნავს, რომ თუ ოდესმე დაგიჭირეს სისხლში ალკოჰოლის მაღალი დონით ავტომობილის მართვაზე ,მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს პრევენციულად დაგაკავონ და ჩაგკეტონ. ეს აბსურდის მიღმაა; ეს ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ასე ტრაგიკულად სულელური რომ არ იყოს.
ბოლო დროს ნაჩქარევად მიღებული ყველა ადმინისტრაციული კანონი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაში მწვავე პანიკის სიმპტომებია.
რეალურ დროში დიქტატორის დაშლის მოწმენი ვართ“, - წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში.