2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, უმსხვილესი და ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სათავეში Apple ექცევა, რომელმაც წლის განმავლობაში მოწინავე პოზიციაზე მყოფ Microsoft-ს სულ ცოტა ხნის წინ გადაასწრო.
ამჟამად მსოფლიოში უკვე 8 კომპანიაა, რომელთა საბაზრო ღირებულებაც 1 ტრილიონს უდრის ან აღემატება. მართალია, საფონდო ბირჟებზე დომინანტური პოზიცია კვლავ ტექნოლოგიურ კომპანიებს უჭირავთ, ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში ასევე ვხვდებით ნავთობის, სადაზღვევო, სამედიცინო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებსაც.
წარმოგიდგენთ საბაზრო კაპიტალიზაციით 20 ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას (ნოემბერი, 2024):
- Apple - $3.38 ტრილიონი
- NVIDIA - $3.32 ტრილიონი
- Microsoft - $3.05 ტრილიონი
- Alphabet - $2.10 ტრილიონი
- Amazon - $2.07 ტრილიონი
- Saudi Aramco - $1.74 ტრილიონი
- Meta - $1.43 ტრილიონი
- TSMC - $1.00 ტრილიონი
- Berkshire Hathaway - $974 მილიარდი
- Tesla - $799 მილიარდი
- Broadcom - $788 მილიარდი
- Eli Lilly - $777 მილიარდი
- Walmart - $660 მილიარდი
- JPMorgan Chase - $627 მილიარდი
- Visa - $564 მილიარდი
- United Health - $524 მილიარდი
- Exxon Mobil - $510 მილიარდი
- Novo Nordisk - $494 მილიარდი
- Tencent - $492 მილიარდი
- Oracle - $471 მილიარდი
წყარო: companiesmarketcap.com