მონაცემების პლატფორმა Fortune Global-ის 2024 წლის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში ის ორგანიზაციები მოხვდნენ, რომლებმაც 2024 ფისკალური წლის განმავლობაში გადასახადების შემდეგ ყველაზე მეტი მოგება დააგენერირეს.

2024 წლის ყველაზე მოგებიანი კომპანია საუდის არაბეთის ნავთობმწარმოებელი Saudi Aramco იყო, რომლის მოგებამაც $120.7 მილიარდი შეადგინა. 

გასული წლის მეორე ყველაზე მოგებიანი კომპანია კი ამერიკული Apple-ი აღმოჩნდა, რომლის მოგებამ 2024 ფისკალურ წელს $97 მილიარდი შეადგინა.

რეიტინგის მესამე პოზიციას უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფირმა Berkshire Hathaway იკავებს. კომპანიის მოგებამ 2024 წელს $96.2 მილიარდი შეადგინა.

2024 წლის 10 ყველაზე მოგებიანი კომპანია :

რეიტინგი           კომპანია მოგება ($ მილიარდი) ინდუსტრია
1 Saudi Aramco 120.7 ენერგეტიკა
2 Apple 97 ტექნოლოგიები
3 Berkshire Hathaway 96.2 ფინანსები
4 Alphabet 73.8 ტექნოლოგიები
5 Microsoft 72.4 ტექნოლოგიები
6 Industrial & Commercial Bank of China 51.4 ფინანსები
7 JPMorgan Chase 49.6 ფინანსები
8 China Construction Bank 47 ფინანსები
9 Meta Platforms 39.1 ტექნოლოგიები
10 Agricultural Bank of China 38 ფინანსები