2025 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი აგვისტოსთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ავრცელებს.

მცირე თვიური კლება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6%-იანი შემცირებით, რაც საერთო ინდექსის ცვლილებაზე -0.23 პროცენტული პუნქტით აისახა.

სეგმენტების მიხედვით:

  • საცხოვრებელი მშენებლობის ინდექსი თვიურად 0.5%-ით შემცირდა, წლიურად კი 7.5%-ით გაიზარდა;

  • არასაცხოვრებელი მშენებლობის ინდექსი თვიურად 0.5%-ით გაიზარდა, წლიურად — 5.9%-ით;

  • სამოქალაქო მშენებლობის ინდექსი თვიურად 0.01%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა.

წლიური ზრდა, ძირითადად, განპირობებულია მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასების 19.2%-იანი მატებით და მანქანა-დანადგარების ხარჯების კატეგორიის 5.3%-იანი გაძვირებით. ამ ფაქტორებმა საერთო ინდექსის ზრდაში შესაბამისად 4.29 და 0.34 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

საერთო ჯამში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 24.8%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, ინდექსის ცვლილების სტრუქტურა და შესაბამისი წვლილი ხარჯების კატეგორიებისა და სეგმენტების მიხედვით წარმოდგენილია სპეციალურ ცხრილში.