პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის უქმდება და „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება.

ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილეების თანამდებობები აღარ იარსებებს, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება.

ბიზნესომბუდსმენი საქმიანობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები, რომლებსაც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა შეუწყდებათ, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

ipn.ge