Massive Attack-ის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა TKT.ge-ზე დღეს, 16:30 საათიდან დაიწყება. ბილეთები 6 საფასო კატეგორიაში გაიყიდება და მათი ღირებულება, 125 ლარიდან 375 ლარამდეა.

Black Sea Arena-ს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Starring Card-ის მფლობელები ბილეთების შეძენას 14:00 საათიდან შეძლებენ.

Starring Georgia-ს, თიბისის და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით შემდეგი ფასდაკლებებიც იმოქმედებს:

-30% Star Ring კატეგორიის ბილეთებზე Starring Card-ით გადახდისას;

-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი Visa სადებეტო ბარათით გადახდისას;

-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისი მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით გადახდისას;

-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და WM-ის Visa ბარათებით გადახდისას;

-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი განაწილებით გადახდისას.

Black Sea Arena-მ 24 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიტანული ჯგუფის კონცერტი 28 ივლისს 21:00 საათზე Black Sea Arena-ზე გაიმართება და ქართველ მსმენელს პირველად მიეცემა საშუალება, ცოცხლად მოისმინოს ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა Teardrop, Unfinished Sympathy, Paradise Circus. ბენდის ღონისძიებები ხშირად აუდიო-ვიზუალურ თეატრალურ წარმოდგენებს ჰგავს, რადგან Massive Attack-ი ყოველთვის ცდილობს მათი შემოქმედება რეალური და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებთან კავშირში იყოს.

Massive Attack ცნობილია ჰიპ-ჰოპის, ელექტრონიკის, დაბის და კიდევ მრავალი მუსიკალური ჟანრის ჰარმონიულად შერწყმის ოსტატობით. მათი შემოქმედება არღვევს მუსიკაში არსებულ ყველა საზღვარს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბრისტოლში დაფუძნებულმა ჯგუფმა შექმნა ერთგულ გულშემატკივართა უდიდესი არმია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.