ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2024 წლის მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 18,3 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ანუ 22%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან - 13,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 74,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 2,2 ათასი ტონა (12%); თურქმენეთი - 2,1 ათასი ტონა (11,5%); თურქეთი - 0,3 ათასი ტონა (1,6%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (0,5%);

2024 წლის მაისის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 7,45 ათასი ტონა, რაც 3,47 ათასი ტონით ანუ 87,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,98 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის მაისში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,9% (7,44 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.