ლიბერთი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და საქართველოს მასშტაბით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს სთავაზობს სრულფასოვან ელექტრონული კომერციის სერვისს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ვებ-გვერდსა თუ მობილურ აპლიკაციაში მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa და Mastercard-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბარათებით.
სერვისის ძირითადი ფუნქციონალი მოიცავს:
- ერთჯერად გადახდებს;
- პრეავტორიზაციას;
- ბარათის დამახსოვრებას;
- Apple Pay და Google Pay ელექტრონული საფულით გადახდას;
- რეკურენტულ გადახდებს Apple Pay და Google Pay-ის საშუალებით;
- გადახდის გაუქმებას (რეფანდი/რევერსალი).
სისტემა უზრუნველყოფილია 3D Secure დაცვის ტექნოლოგიით, რაც გარანტიას იძლევა ტრანზაქციების უმაღლეს უსაფრთხოებაზე. მარტივი ინტეგრაცია, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა და მრავალფუნქციური შესაძლებლობები ბიზნესს საშუალებას აძლევს უმოკლეს დროში დაიწყოს ონლაინ გადახდების მიღება.
ლიბერთი მერჩანტებსა და პარტნიორებს სთავაზობს ტექნიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ინტეგრაციის პროცესს მარტივსა და სწრაფს ხდის. ამისთვის სპეციალურად შექმნილია ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://libertypayments.ge/e-commerce
ბიზნეს მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ავტომატური ანგარიშგება ტრანზაქციებზე და უნიკალური ლოიალობის პროგრამა, რომელიც ეხმარება ახალი კლიენტების მოზიდვაში, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებასა და მათთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
„ლიბერთი აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას და მათ კონკურენტუნარიანობის ზრდას. ელექტრონული კომერციის სერვისის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან დღეს მომხმარებლებს სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო გადახდის შესაძლებლობა ესაჭიროებათ. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ბიზნესს ჰქონდეს მარტივი ინტეგრაციისა და მრავალფუნქციური გადაწყვეტის საშუალება, რომელიც მის საჭიროებებს სრულად მოერგება,“ - დავით მესხიძე, ლიბერთის გადახდების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
ლიბერთის ელ. კომერციაში ჩასართავად შეავსეთ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/LZ9DW , ხოლო ბიზნეს ანგარიშის გახსნა შესაძლებელია დისტანციურად - https://libertybusiness.ge
ლიბერთი ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.
ბანკის აქტივები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.