საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა პურის ფასის ინდექსის“ შექმნის ინიციატივით გამოდის.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროა, შეიქმნას პურის ფასის ინდექსი“, რომელიც ყოველთვიურად გამოქვეყნდება. ინდექსის შექმნა ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობას, რა კომპონენტებისგან შედგება და როგორ ყალიბდება პურის ფასი“, - თქვა BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ განაცხადა.

პურის ფასი საზოგადოების ინტერესის საგანი მაშინ ხდება, როცა ძვირდება - ამ კვირაში თბილისში, რიგ მარკეტებში პური 10 თეთრამდე გაძვირდა.

პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაშიგაძვირების მთავარ მიზეზებად დასაქმებულების ხელფასების ზრდას და ფქვილის გაძვირებას ასახელებენ, რასაც საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში არ ეთანხმებიან.

ფქვილის ფასი 1.5 თვეა არ შეცვლილა, ამიტომ ფქვილის გაძვირების მიზეზით პურის ფასის მატებაზე კითხვები არ უნდა არსებობდეს“, - აცხადებს ლევან სილაგავა და სწორედ ამიტომ პურის ფასის ინდექსის შემოღების იდეას აჟღერებს.

„პურის ფასის ინდექსი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, უკეთ დაინახონ, რომ პურის ღირებულება მხოლოდ ფქვილზე არ არის დამოკიდებული - მასში სხვა ფაქტორებიც მონაწილეობენ, მათ შორის სამუშაო ძალის ხარჯი და საცალო ქსელების ფასნამატი. არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის ფქვილზე მივმართოთ ისრები - ეს ბიზნესი არის და ორიენტირებულია მოგებაზე, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი სწორად აიხსნას.

ვიცით, რომ ქვეყანაში მრავალი ინდექსი არსებობს - ხაჭაპურის ინდექსი, მშენებლობის ინდექსი და სხვა.

რაც შეეხება ინდექსის მომზადების ფორმატს, ის შეიძლება გააკეთოს კვლევითმა ორგანიზაციამ თუ დაფინანსება ექნება; ასევე საქსტატმა, რომელსაც შესაბამისი მონაცემები აქვს ან თვითონ პურის მწარმოებელთა ასოციაციამ - მათ მაღალი ლეგიტიმაცია აქვთ ამ დარგში“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

bm.ge