„კრისტალმა“ EFSE-სგან (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) 11.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო, რომელიც
მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა (MSME) და ქალი მეწარმეების დაფინანსებას მოხმარდება. მიღებული რესურსი ხელს შეუწყობს „კრისტალის“ მისიის განხორციელებას - მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოში მეწარმეობის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას.
უკვე წლებია, რაც „კრისტალი“ მცირე მეწარმეების სანდო პარტნიორია და მათთვის ზრდისა და წარმატებისთვის საჭირო დაფინანსებას უზრუნველყოფს. ისეთი რესურსების წყალობით, როგორიცაა EFSE-სგან მიღებული სესხი, „კრისტალი“ როგორც მიკრობანკი, არა მხოლოდ გაზრდის დაკრედიტებას, არამედ მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს შესთავაზებს, რითაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
როგორც Bottom of Form
ილია რევია, „კრისტალის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს: „მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა ყოველთვის წარმოადგენდა „კრისტალის“ საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს. მიღებული ფინანსური რესურსი საშუალებას აძლევს კრისტალს, არსებული თუ ახალი მომხმარებლებისთვის მომსახურების სპექტრი კიდევ უფრო გააფართოოს და მათ საჭიროებებზე მორგებულ დაფინანსებასთან ერთად, ინოვაციური არასაკრედიტო საბანკო პროდუქტები შესთავაზოს.
როგორც ოქსანა ბინზარუ, Finance in Motion-ის რეგიონული დირექტორი, აღნიშნავს:
„კრისტალზე გრძელვადიანი დაფინანსების გაცემით, EFSE ხელს უწყობს ქართული საწარმოებისთვის, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეებისთვის ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას. ჩვენი პარტნიორობა „კრისტალთან“ მიზნად ისახავს საჭირო პირობების შექმნას საქართველოში MSME სექტორის ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის.”
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
EFSE -ს შესახებ:
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის (EFSE) გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდია, რომლის მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. თავისი ორი ქვე-ფონდის - რეგიონული ქვე-ფონდის (RSF) და უკრაინის ქვე-
ფონდის (USF) საშუალებით, EFSE გასცემს საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ რესურსებს მეწარმეობის განვითარების, ფინანსური გაძლიერებისა და ადგილობრივი ეკონომიკების მხარდასაჭერად. EFSE 2005 წელს შეიქმნა KfW განვითარების ბანკის ინიციატივით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და ევროპის კომისიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც პირველი მსგავსი ტიპის საჯარო-კერძო პარტნიორობა, EFSE კაპიტალს იღებს დონორული სააგენტოებისგან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინსტიტუციური ინვესტორებისგან. ფონდის პორტფელის მმართველი არის გერმანიაში დაფუძნებული Finance in Motion GmbH, ხოლო მენეჯერის როლს ასრულებს Hauck & Aufhäuser Fund Services S.A., ლუქსემბურგი.Top of FormBottom of Form EFSE-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: www.efse.lu
Finance in Motion-ის შესახებ:
Finance in Motion მართავს და კონსულტირებას უწევს თითქმის 4 მილიარდი ევროს მოცულობის 10 ფონდს, რომლებიც კლასიფიცირებულია SFDR-ის მე-9 მუხლის მიხედვით. აღნიშნული კერძო ფონდები ქმნიან გავლენას ადამიანებისა და პლანეტის სასიკეთოდ რეგიონული ფინანსური შუამავლების, პირდაპირი ინვესტიციების, საკონსულტაციო მომსახურებისა და შესაძლებლობების გაძლიერების გზით. კომპანია, რომელიც დაფუძნებულია გერმანიაში და ლათინური ამერიკიდან აღმოსავლეთ ევროპამდე ექსპერტულ ცოდნას აერთიანებს, უკვე 20 წელზე მეტია, განვითარებად ბაზრებზე ინვესტიციებს ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: www.finance-in-motion-com