მიკრობანკი „კრისტალი“ მცირე მეწარმეებს ფინანსური სერვისებით მხარდაჭერის გარდა, ფინანსური განათლების გასაუმჯობესებლად, სრულად უფასო საკონსულტაციო მომსახურებასაც სთავაზობს.

„კრისტალის“ ლიზინგის დირექტორის, კახა გაბესკირიას თქმით, ეს სერვისი, როგორც მოქმედ, ისე პოტენციურ მომხმარებლებს ბიზნესრისკების გააზრებას უმარტივებს.

მისივე ინფორმაციით, „კრისტალის“ ფინანსური მენეჯერები ხშირად ურჩევენ კლიენტებს, სწორად განსაზღვრონ ხარჯთაღრიცხვა და ლევერჯის შესაძლებლობები: იგივე უკუგება შეიძლება მიღწეულ იქნას ნაკლები თანამონაწილეობითაც, რაც კაპიტალის გამოყენების ეფექტიანობას ზრდის და ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. საბოლოოდ, სწორი ანალიზით და პარტნიორის ჩართულობით მეწარმე ხედავს, თუ როგორ შეიძლება საკუთარი რესურსის მხოლოდ 30%-ით მიიღოს თითქმის იგივე მოგება, რაც სრული ინვესტირების შემთხვევაში ექნებოდა.

,,კრისტალის” სერვისები ითვალისწინებს არამხოლოდ ფინანსური სერვისების მიწოდებას, არამედ საკონსულტაციო მომსახურებასაც, რაც ჩვენი მიმდინარე და პოტენციური მომხმარებლებისთვის აბსოლუტურად უფასოა.  ჩვენი კომპანია, მნიშვნელოვნად თვლის, მისი მომხმარებლების ფინანსური განათლების გაუმჯობესებას - ზოგჯერ მომხმარებლებს უჭირთ გაარჩიონ, სად იმალება რისკი, ან სად არის პოტენციალი.

ნებისმიერი სახის სერვისთან დაკავშირებით, მომხმარებლებს შეუძლიათ “კრისტალის” ფილიალებს მიმართონ, რიგი საკითხებისა შეიძლება ფილიალის დონეზე მოგვარდეს, ნაწილი კი დისტანციურად.

მომხმარებლისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება, საწყის ეტაპზევე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მისი ბიზნესწამოწყება არ ჩავარდეს. რაც შეეხება ინვესტირების საკითხს, ზოგადად, ნებისმიერ ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ სტრესს მოიცავს, ასეთ დროს ჩვენი წარმატებული ფინანსური მენეჯერები თავიანთ კომპანიებს ურჩევენ, რომ ხარჯები სწორად გაანაწილონ. თუ 80 000 ევროს ინვესტიცია გათვლილია 20%-იან უკუგებაზე, თანამონაწილეობას თუ ბიზნესსუბიექტი მხოლოდ 20%-მდე მიიღებს, აბსოლუტურ მაჩვენებელში შესაძლოა დაახლოებით იგივე მოგება რჩება, მაგრამ  თუ ლევერჯი ნორმალურია, ეს ნიშნავს, რომ 20%-ის ნაცვლად, შესაძლოა 70%-იანი მოგება მიიღოს. უფრო ზუსტად რომ ვიმსჯელოთ, მაშინ, როცა 80 000 ევროს შემთხვევაში მიღებადი იყო 20% ანუ 19 000 ევრო, 30 000 ევროს შემთხვევაში დაახლოებით იგივე რომ მივიღოთ ეს ჯამში იქნება თანამონაწილეობის, ანუ 24000 ევროს  დაახლოებით 18%.

ფაქტობრივად, კოეფიციენტების დონეზე ბევრად უფრო გამართლებული ინვესტიციაა, ვიდრე 100%-იანი გარისკვა.

მეწარმემ უნდა იცოდეს, რომ მისი საკუთარი კაპიტალის 30%-ით, რისი მიღება შეუძლია’’,- აღნიშნა კახა გაბესკირიამ რადიო „კომერსანტის” ეთერში.