მიკრობანკი „კრისტალი“ ლიზინგის ოპერაციებში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვას იწყებს. ლიზინგი პირველი მიმართულებაა, რომელიც კრისტალის ბიზნესპროცესებში მომხმარებლებთან თანამშრომლობის ნაწილში სრულად ციფრული გადაწყვეტას გამოიყენებს.
სალიზინგო ოპერაციები სრულად გადავიდა ელექტრონულ ფორმატზე: ლიზინგის მიმღებსა და მომწოდებელს შესაძლებლობა აქვს, საჭირო დოკუმენტებზე ხელი მოაწეროს მობილური ტელეფონის ან ნებისმიერი სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, ფილიალში მისვლის გარეშე. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს ლიზინგით დაფინანსების პროცესს, ზრდის მომსახურების ხარისხს და ამცირებს დროის დანახარჯს.
ელექტრონულ ხელმოწერაზე გადასვლა მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე კომპანიისთვის. მცირდება თანამშრომლების დატვირთულობა, ოპტიმიზდება რესურსები, იზრდება სამუშაო პროცესის მოქნილობა, მცირდება საოპერაციო რისკები და დოკუმენტების ერთიან, დაცულ სივრცეში შენახვა კიდევ უფრო მარტივდება.
კრისტალისთვის ბიზნესპროცესების დიგიტალიზაცია სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია მუდმივად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რაც ხელს უწყობს მას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით პოზიციონირდეს როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსურ ორგანიზაცია. კომპანიის გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად მოხდება ქაღალდის დოკუმენტების ამოღება და საქმიანობის სრულად გაციფრულება.
აღნიშნული სიახლე ასევე პირდაპირ უკავშირდება „კრისტალის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას - ეკომეგობრულობას. ელექტრონული ხელმოწერა ამცირებს ქაღალდის მოხმარებას, გარემოზე ზიანს და მატერიალურ ხელმოწერასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს, მათ შორის პრინტერების, კარტრიჯების, დაარქივების თუ საკურიერო მომსახურების დანახარჯებს.
საგულისხმოა, რომ საბანკო ტრანსფორმაციის შემდგომაც დიგიტალიზაცია და გარემოზე ზრუნვა კვლავაც პრიორიტეტად რჩება და ორივე მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბური ინიციატივების განხორციელდება იგეგმება.
პროექტი ხორციელდება კომპანია Signify-სთან თანამშრომლობით, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის პლატფორმისა და დოკუმენტების მოქნილად და უსაფრთხოდ შენახვის წამყვანი მიმწოდებელია. მისი სერვისების მომხმარებელი ამჟამად 500-მდე ბიზნესკომპანიაა, მათ შორის კომერციული ბანკები.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.