კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, მომხმარებელმა GCCA-ის მიმართა პრეტენზიით, რომ მაღაზიაში შეძენილი პროდუქცია გამოსადეგი არ აღმოჩნდა მისი ფუნქციური დანიშნულებით გამოსაყენებლად, რასთან დაკავშირებითაც თავდაპირველად მომხმარებელმა მოვაჭრესაც მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელის მხრიდან ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
მოვაჭრის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, მომხმარებელი პროდუქტს არასწორად იყენებდა. მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მომხმარებელს არ მიეწოდა საქონლის შესახებ არსებითი ინფორმაცია. სააგენტომ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, მოვაჭრე - შპს „აიფონ ჯორჯიას“ დაუდგინა ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და უნაკლო საქონლის გადაცემის ვალდებულების დარღვევის ფაქტები.
კომპანიას დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს.