საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას პირდაპირ საბითუმო ბაზარზე „თელასის“ და „ენერგო პროს“ გვერდის ავლით ყიდულობს. ეს სტატუსი დაახლოებით 50 კომპანიას აქვს მინიჭებული და 2024 წლის 11 თვეში ჯამურად 2.92 მილიარდ კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს.
ესკო-ს თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტი ელექტროენერგია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოიხმარა, მეორე ადგილზეა „რუსთავის აზოტი“, მესამეზე კი „ჰანიველ ცემენტი".
კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ:
1 | სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჯორჯიან მანგანეზი |
773 მილიონი კილოვატსაათი |
2 | სს რუსთავის აზოტი | 227 მილიონი კილოვატსაათი |
3 | შპს ჰანიველ ცემენტი | 200 მილიონი კილოვატსაათი |
4 | შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი | 181 მილიონი კილოვატსაათი |
5 | სს საქართველოს რკინიგზა | 164 მილიონი კილოვატსაათი |
6 | შპს თი ეფ ზი სერვისის | 161 მილიონი კილოვატსაათი |
7 | შპს რუსთავის ფოლადი | 161 მილიონი კილოვატსაათი |
8 | შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია | 133 მილიონი კილოვატსაათი |
9 | შპს ჯეოსთილი | 99 მილიონი კილოვატსაათი |
10 | შპს პროტექ კორპორეიშენ | 95 მილიონი კილოვატსაათი |