2024 წლის IV კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 21.4 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“, „პოსტვ“-ის, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტი გადაუხადეს.

 

„ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც მაუწყებელს 100 000-დან 500 000 ლარამდე  უხდიდნენკოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „ავენიუ ბაი ორბი“, „პსპ ფარმა“, „ვიმ ბილ დან საქართველო“, „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატი“, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია“, „ლაქტალის ჯორჯია“, „Henkel Central Asia Caucasus“, „Yandex Taxi B.V” დაავერსი ფარმაწარმოადგენდნენ.

 

„რუსთავი 2”-ს (მედია ჰოლდინგი) 100 000-დან 500 000 ლარამდეკოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, „ავენიუ ბაი ორბი“, „ვიმ ბილ დანსაქართველო“, „ავერსი ფარმა“, „ლაქტალის ჯორჯიადაქოლგეით პალმოლივიუხდიდნენ. ხოლო კომპანიებს, რომლებიცრუსთავი 2“-ის სარეკლამო დროში 50 000-დან 100 000 ლარამდე ხარჯავდნენთ და კ რესტორნები“, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიადაHenkel Central Asia Caucasus” წარმოადგენდნენ.

 

„მთავარი არხის“ სარეკლამო დროს 100 000-დან 500 000 ლარის ღირებულების ფარგლებშიკოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „ორბი ჯგუფი თბილისი“, „მაგთიკომიდაპსპ ფარმაყიდულობდნენ. ხოლო კომპანიებიავერსი ფარმა“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“, „დიპლომატ ჯორჯია“, „ვისოლ პეტროლიუმჯორჯია“, „თ და კ რესტორნებიდალაქტალის ჯორჯიამაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე უხდიდნენ.

 

„პოსტვ“-ის დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც კომერციულ რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე იხდიდნენშპს ჯეოკეპ“, „ტიფლის ფაბ“, „შპს ბუმბა“, „შპს ფალავანი ვაინ“, „სტერეო+“, „ფალავანი“, „შპს ბუნებრივი აირიდანესტლე საქართველოწარმოადგენდნენ. ხოლო 50 000-დან 100 000-ლარისფარგლებში სარეკლამო დროსქართული რძის პროდუქტებიდაშპს სოლუშენ გრუპიყიდულობდნენ.

 

„ტელეკომპანია პირველს 2024 წლის IV კვარტალში 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებშიკოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიადაპსპ ფარმაუხდიდნენ, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხასვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ორბი ჯგუფი თბილისიდასან პეტროლიუმ ჯორჯიახარჯავდნენ. კომპანიებს,რომლებიცტელეკომპანია პირველს“ 7 000-დან 50 000 ლარამდე უხდიდნენდიპლომატ ჯორჯია“, „მაგთიკომი“, „თეგეტა მოტორსი“, „პირველიმეღვინეობადაჩინური მედიცინის ცენტრიწარმოადგენდნენ.

 

ტელეკომპანიაფორმულასშემთხვევაში, 100 000-დან 500 000 ლარამდე თანხასშპს ქონთენთ მენეჯმენტ ქომფანი“, „პსპ ფარმადაკოკა-კოლაბოთლერს ჯორჯიახარჯავდნენ. ხოლო კომპანიებს, რომლებმაც მაუწყებელს სარეკლამო დროში 7 000-დან 50 000-მდე გადაუხადესთეგეტა მოტორსი“, „მაგთიკომი“, „ორბი ჯგუფი თბილისი“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, „ავერსი ფარმა“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიადასანტე ჯი ემ თი პროდუქტებიწარმოადგენდნენ.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.