Yoga სერიის ახალი ინოვაციური და მრავალფუნქციური ლეპტოპები ხელოვნური ინტელექტით: Lenovo Yoga Slim 9i, Lenovo Yoga Book 9i და Lenovo Yoga 2-in-1 Aura Edition, რომლებიც კომპანია Lenovo-მ CES 2025-ის გამოფენაზე წარადგინა, მალე საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი.
Lenovo Yoga Slim 9i მსოფლიოში პირველი ნოუთბუქია ეკრანში ჩაშენებული კამერით (Camera-Under-Display). ამგვარად, კამერის გათიშვის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს მთლიანი ეკრანი კამერის კონტურის გარეშე, რომლის ფართობიც მოწყობილობის კორპუსის 98%-ს შეადგენს. ლეპტოპს ასევე აქვს 14 დუიმიანი 4k OLED ეკრანი, 120 ჰც განახლების სიხშირით. PureSight Pro ეკრანს აქვს sRGB, P3 და Adobe RGB-ს 100%-იანი მხარდაჭერა და TÜV Low Blue Light-ისა და Eyesafe® Display-ის სერტიფიცირება, მომხმარებლის თვალების კომფორტისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ Lenovo Yoga Slim 9i აღჭურვილია Copilot+PC Windows 11-ით, მუშაობს Intel-ის უახლეს პროცესორზე NPU 48 TOPS-ით, რაც უზრუნველყოფს ლეპტოპის სწრაფ და ეფექტურ მუშაობას. NPU-ს დახმარებით, Lenovo AI Core უფრო სწრაფად ასრულებს მაღალი დატვირთვის მქონე დავალებებს, რაც სისტემის ეფექტურ მუშაობასა და ენერგიის დაზოგვას განაპირობებს.
Lenovo Yoga Slim 9i წარმოუდგენლად მსუბუქი ლეპტოპია, რომლის წონა მხოლოდ 1.19 კგ-ია. მისი გარე საფარი მტკიცე და დარტყმაგამძლე შუშისგან არის დამზადებული, რაც ლეპტოპს დაცემისა და ნაკაწრებისგან იცავს. გარდა ამისა, Lenovo Yoga Slim 9i-ში, ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ისეთი შრომატევადი ამოცანების შესრულების სიჩქარე, როგორიცაა გრაფიკული კომპილაცია, რენდერინგი თუ რასტერიზაცია, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც კრეატორებს საშუალებას მისცემს იმუშაონ უფრო ეფექტურად, დაზოგონ დრო და გაიმარტივონ სამუშაო პროცესი.
ამგვარად, Lenovo Yoga Slim 9i იდეალური ლეპტოპია კრეატორებისთვის, დეველოპერებისთვის და მოგზაურობის მოყვარულთათვის, რომლებსაც სჭირდებათ ძლიერი, მსუბუქი და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ლეპტოპი დიდი მონაცემების დამუშავების, შრომატევადი ამოცანების შესრულებისა და პროდუქტიულობისთვის.
რაც შეეხება Yoga სერიის სხვა კომპიუტერებს, განახლებული, კიდევ უფრო თხელი და მსუბუქი, ტრანსფორმერი ლეპტოპი ორი ეკრანით - Lenovo Yoga Book 9i - 2025 წელს უფრო გაზრდილი ბატარეითა და ორი 14“ სენსორული OLED PureSight ეკრანით იქნება აღჭურვილი, რომლებიც 100%-ით მხარდაჭერილია DCI-P3-ით, 120 ჰც VRR4 განახლების სიხშირითა და 500nits სიკაშკაშით. ამასთანავე, ეკრანებს აქვს 360°-იანი მბრუნავი ხმის პანელი ოთხი Dolby™ Atmos დინამიკით, რაც მაღალი ხარისხის ჟღერადობას უზრუნველყოფს.
ორმაგი ეკრანის კონსტრუქცია მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ და მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. მაგალითად, კრეატორებს შეუძლიათ ერთი ეკრანი ესკიზების შესაქმნელად, მეორე კი - ჩანაწერებისთვის ან AI-ს დახმარებით გამოსახულების გენერირებისთვის გამოიყენონ. მათ კი, ვინც ხშირად ესწრება ონლაინ შეხვედრებს, ერთ ეკრანზე ვიდეოკონფერენციის გახსნა შეუძლიათ, ხოლო მეორეზე – პარალელურ რეჟიმში - შენიშვნების ჩაწერა. ამასთანავე, კომპლექტში შემავალი Bluetooth-კლავიატურა, სტილუსი და კონვერტირებადი ჩასადები მომხმარებელს ამ ტრანსფორმერი ლეპტოპის გამოყენების უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს.
Yoga Book 9i ლეპტოპის ხელოვნური ინტელექტი ახდენს მომხმარებლის სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას და ზრდის კომპიუტერის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას. მაგალითად, Smart Notes რეჟიმი ტექსტის თანმხლებ შენიშვნებს ან ესკიზებს დახვეწილ ვიზუალურ კომპონენტებად გარდაქმნის, ხოლო Smart Reader რეჟიმს მომხმარებლის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებისა და დოკუმენტების მოკლე მიმოხილვების გენერირება შეუძლია. ამგვარად, Yoga Book 9i-სთან მუშაობა მომხმარებელს დროის დაზოგვასა და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაში ეხმარება.
ასევე, საინტერესო სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოწყობილობა მხარდაჭერილია Air Gestures ჟესტების ამოცნობის ტექნოლოგიით, რომლის წყალობითაც მომხმარებელს ხელის მარტივი მოძრაობით შეუძლია ეკრანებს შორის ფანჯრების გადაადგილება, ბრაუზერის გვერდების ნახვა (scroll) და ეკრანისთვის სურათების (screenshot) გადაღება. შესაბამისად, Lenovo Yoga Book 9i ნამდვილი აღმოჩენაა პროდუქტიულობის, კრეატიულობისა და ინოვაციების მოყვარულთათვის.
გამოფენაზე წარმოდგენილი - Lenovo Yoga 9 2-in-1 Aura Edition არის Intel-ის უახლესი პროცესორით, Copilot+ PC2 360° კონვერტირებადი მოწყობილობა სტილუსით, იდეალური არჩევანი კრეატორებისთვის. აქვს 14“ PureSight 2.8K Multi-Touch OLED ეკრანი, 1100 nits მაქსიმალური სიკაშკაშით და 100% sRGB და 100% P3 ფერის გამის მხარდაჭერით. იწონის მხოლოდ 1.32კგ-ს.
Yoga 9 2-in-1 Aura Edition მოიცავს YOGA სერიის ლეპტოპებისთვის განკუთვნილ ექსკლუზიურ ფუნქციებს, როგორიცაა ადაპტირებადი პარამეტრებისა და პერსონალური კომპიუტერის მართვის Smart რეჟიმები, რომლებიც დამოკიდებულია მოწყობილობის გამოყენების პროფილზე - მუშაობა, გეიმინიგი, შემოქმედება თუ სხვა:
- როდესაც პროდუქტიულობა პრიორიტეტულია, ყურადღების რეჟიმი საშუალებას გაძლევთ დაბლოკოთ ყურადღების გამფანტველი ვებსაიტები და აპლიკაციები, ისე, რომ ფოკუსირება მხოლოდ სამუშაოზე მოახდინოთ.
- ჯანმრთელობის გაფრთხილების რეჟიმი ებრძვის თვალის დაღლილობას, შეახსენებს მომხმარებელს შესვენებას, კომფორტული პოზიციის შენარჩუნებას და სხვა.
- ერთობლივი მუშაობის ინსტრუმენტები: პარამეტრების ნაკრები, რომელიც შექმნილია ვიდეო ზარების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მათ შორის დაბალი განათების გაუმჯობესების, ვირტუალური წამყვანის, ფონის დაბინდვის ჩათვლით.
- დაცვის რეჟიმი: ფოკუსირებულია მომხმარებლის ინფორმაციის დაცვაზე კონფიდენციალურობის გაფრთხილებაზე, VPN-ის ავტომატურად შეთავაზებაზე და ა.შ.
- კვების რეჟიმი: გეხმარებათ ბატარეის მუშაობის გახანგრძლივებაში და მოწყობილობის მუშაობის ოპტიმიზაციაში.
სამივე ლეპტოპი მალე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით.