,,მიმდინარე სეზონზე ფასები უცვლელად დავტოვეთ, არც გაგვიზრდია და არც შემცირებულა, რაც ჩვენი სტუმრებისთვის ძალიან კომფორტულია"- ამის შესახებ „კომესტანტთან“ მცხეთაში მდებარე საცურაო აუზის- აუზი Pool 53-ის წარმომადგენელმა ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, აუზით სარგებლობის ფასი სამუშაო დღეებში 30 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას- 50 ლარია.
„ჩვენს აუზზე მოთხოვნა ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება, ყოველთვის გვყავს მომხმარებელი და ვცდილობთ კომფორტული, მათზე მორგებული გარემო შევუქმნათ. როცა კარგი ამინდია, ჩვენს აუზში ერთი დღის განმავლობაში მინიმუმ 70 ადამიანი სტუმრობს, რომლებიც აქედან საკმაოდ კმაყოფილი მიდიან. მიმდინარე სეზონზე ფასები უცვლელად დავტოვეთ, არც გაგვიზრდია და არც შემცირებულა, რაც ჩვენი სტუმრებისთვის ძალიან კომფორტულია. გარდა საცურაო აუზისა, ჩვენთან ფუნქციონირებს ბარიც, სამზარეულოც და შეუძლიათ მთელი დღე აუზზე გაატარონ. შაბათ-კვირას აუზის ღირებულება 50 ლარია, დანარჩენ დღეებში კი 30 ლარი. ვფიქრობთ, გარემოსთან და ხარისხთან შედარებით ფასი საკმაოდ ადეკვატურია. ფასში შედის შეზლონგი, პირსახოცი და აუზით ულიმიტო სარგებლობა გახსნიდან დახურვამდე“,- აღნიშნა ,,აუზი Pool 53"-ის წარმომადგენელმა.