მარკეტინგული კომპანია ,,ქოლგა” გასულ წელს პოზიტიურად აფასებს. კომპანიის დირექტორმა,  ანა ჩანგიანმა ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში რამდენიმე პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. აღსანიშნავია, ეკომდგრადი და გარემოზე მორგებული მარადმწვანე დეკორის შემქმნელი კომპანია “იოვერდეს” საქმიანობა.  ჩანგიანი თქმით, ბოლო წლებში, როგორც ბიზნესი ასევე მომხმარებლები განსაკუთრებით აფასებენ ნატურალური და ინდივიდუალური პროდუქტების შემქმნელებს. 

 ,,2024 ჩვენთვის საკმაოდ პროდუქტიული და კარგი წელი იყო. ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ეკომდგრადი მიმართულებით, განვითარებისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით კომპანია ,,იოვერდეს” მუშაობას გამოვარჩევდი, რომლის სარეკლამო პიარ-მარკეტინგულ საქმიანობასაც ,,ქოლგა" ეწევა.

ასევე, აუცილებლად აღვნიშნავდი ჩვენს პროექტს, რომელიც ქარვასლაში, ძველ თბილისში, მიმდინარეობს, პროექტი- ,,იდუმალი ბაღები",  ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაციას გულისხმობს. ორი წელია, რაც მასზე ვმუშაობთ. ამ სივრცეში წარმოდგენილნი არიან ცნობილი ქართველი მეწარმეები, დიზაინერები, ასევე აქ არის სახელოსნო ,,კავკასიის ფერები”, ამ მიმართულებას ნინო იოსელიანი ხელმძღვანელობს. მოხარულები ვართ, რომ როგორც ბიზნესსექტორი, ასევე მომხმარებლებიც უკვე ძალიან ყურადღებას აქცევენ ნატურალური, ინდივიდუალური ქართული პროდუქტის შექმნას და მის დაფასებას. 

ჩვენი გამწვანების კომპანია “იოვერდე” 10 წელია, რაც ბაზარზე არსებობს, წლების განმავლობაში “იოვერდე” უზრუნველყოფდა როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირებისთვის მწვანე გარემოს შექმნას. გამწვანება ძალიან მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია, რაც უფრო წლები გადის, კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება და ადამიანებიც უფრო იაზრებენ მის მნიშვნელობას. ,,იოვერდე” ქმნის ზუსტად ისეთ გარემოს, რომელსაც არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, არც მორწყვა. ის ქმნის მთის, კლდის ბუნების იერსახეს ინტერიერში და 100% ნატურალურია, დამუშავებული მცენარეებისგან შექმნილი. ანუ,  უკვე შესაძლებელია, ყველა პრობლემის გვერდის ავლით შევქმნათ გარემოსა და ინტერიერში მწვანე გარემო.

ერთი წელია, რაც კომპანია “მაკდონალდსთან” ვთანამშრომლობთ. მინდა აღვნიშნო ის პროექტები, რომლებიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში “მაკდონალდსმა” “იოვერდესთან” თანამშრომლობით განახორციელა. 

საზოგადოებაში უკვე არის კონკრეტული მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გარემო იყოს მწვანე, ბუნებრივი და ნატურალური

კომპანია, Bolero& Cos  რომელსაც ,,ქოლგა უწევს მომსახურებას, ერთ-ერთი პროექტი გორში ხორციელდება, კონკრეტულად, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. ჩვენთვის აღმოჩენა იყო ეს ჰოლდინგი, რადგან კომპანიამ უზარმაზარი რესურსი გაიღო რეგიონის განვითარებისთვის და სამომავლოდ უამრავი სხვა პროექტის განხორციელებას აპირებს”,- ჰყვება ანა ჩანგიანი “კომერსანტთან” ინტერვიუში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ,,ქოლგასთვის” 2025 წელი დატვირთულად იგეგმება. კომპანია განსაკუთრებით ამაყობს პროექტ “იდუმალი ბაღებით”, რომელიც ქარვასლაში იქნება წარმოდგენილი. Secret Gardens არა მხოლოდ ბიზნეს-მარკეტინგული წამოწყებაა, არამედ პროექტია, რომელმაც დამთვალიერებლებს თბილისის კულტურა უნდა გააცნოს.

,,დღევანდელი მდგომარეობით, პრიორიტეტი “ქარვასლას” ივენთსივრცეა, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი- “იდუმალი ბაღები” ვითარდება. გვაქვს, დიდი სურვილი, რომ ამ პროექტის მეშვეობით, თბილისის ,,ქარვასლა” თავისი მუზეუმებით და უნიკალური შენობით, თბილისი სავიზიტო ბარათი გახდეს, სადაც დამთვალიერებლები ტრადიციებს ეზიარებიან და ასევე გაიცნობენ იმ ადამიანების შემოქმედებას, რომლებიც ქმნიან უნიკალურ და ინდივიდუალურ დიზაინს. 

წელსვე მოვახერხეთ ყველასთვის ცნობილ კომპანია -”არტ არეასთან” პარტნიორობის გაფორმება, რომლის დახმარებითაც სივრცეში წარმოდგენილი იქნება ახალი ნიჭიერი, ცნობილი თუ დამწყები მუსიკოსების საღამოები, ჯაზივენთები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სივრცე იქნება ერთგვარი განაცხადი, რომლითაც საშუალება გვექნება კიდევ ერთხელ ვიამაყოთ საკუთარი კულტურით”,- აღნიშნა “ქოლგას” დირექტორმა, ანა ჩანგიანმა.