7 თებერვალს ფოთის პორტში ბელგიიდან, ანტვერპენის პორტიდან, შემოვიდა ტანკერი, რომელიც 30 000 ტონა ბენზინით იყო დატვირთული.
საქართველოს საწვავის მომარაგების ისტორიაში პირველად, ტვირთი დაიტვირთა ExxonMobil-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და ქვეყნის მიმართულებით 5 500 კილომეტრი გაიარა.
მიწოდება მოიცავს G-Force Euro Regular (92), G-Force Premium (95) და G-Force Super (98) ტიპის საწვავს. დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებულია, რომ საწვავი სრულად შეესაბამება და აღემატება EN 228 ევროპულ ხარისხის სტანდარტს.
მთლიანი ტვირთი ეკუთვნის ნავთობკომპანია Gulf-ის ქსელს და უზრუნველყოფს Gulf-ის ავტოგასამართი სადგურების უწყვეტ და შეუფერხებელ მომარაგებას საქართველოს მასშტაბით