VELI.store ყოველთვის უამრავ სიახლეს გთავაზობს და ცდილობს წამყვანი ბრენდების პროდუქცია თუ ყოველდღიური საჭიროების ნივთები, კიდევ უფრო, ხელმისაწვდომი გახადოს თითოეული მომხმარებლისთვის. ამასთანავე, ველი სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციით განაგრძობს შეთავაზებებს და ამჯერად თიბისისთან ერთად კიდევ ერთ აქციას გთავაზობს.
30 იანვარს გადაიხადე ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით VELI.store-ის აპლიკაციაში ან ონლაინ საიტზე და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი მომენტალურად. ხოლო ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით გადახდისას მაქსიმუმ 150 ლარი.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად, დაამატე თიბისის ბარათი აპლიკაციაში ან ონლაინ საიტზე და გადაიხადე თიბისის გადახდის არხით. შეთავაზება ვრცელდება სრულ პროდუქციაზე. ხოლო, დაბრუნებული თანხა ერთგულის ყულაბაში დაგერიცხება, საიდანაც მის გადატანას ნებისმიერ ანგარიშზე შეძლებ.
შეარჩიე სასურველი ნივთები ნებისმიერ კატეგორიაში და გადაიხადე ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით.
გამორჩეული ხარისხის სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები
VELI.store-ზე წარმოდგენილია სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების უდიდესი არჩევანი საქართველოში, რომელიც 400-მდე ბრენდსა და 15 000-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტსაერთიანებს. აქ შეგიძლია შეიძინო პროდუქტები, რომლებიც ხშირად მხოლოდ ველის ციფრულ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია შეარჩიო წამყვანი მწარმოებლების ექსკლუზიური პროდუქტები, რომლებიც ინოვაციური ფორმულებით იქმნება ინდივიდუალური საჭიროებებისთვის. პროდუქტები, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს და ყველაზე გამოცდილი მომხმარებლებისა თუ სილამაზის ინდუსტრიის ექსპერტების ნდობა დაიმსახურეს.
აქ ასევე, უამრავი საჭირო კატეგორია შეგიძლია იპოვო. შეარჩიო ყველაზე ტრენდული პროდუქცია პრემიუმ პროდუქტების კატეგორიაში ან შეიძინო საუკეთესო სუნამოები, დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის, ველის ციფრულ თაროებზე განთავსებული ნიშ პარფიუმერიის კოლექციიდან.
გარდა ამისა, VELI.store მომხმარებლებს სთავაზობს ისეთი ბრენდების ფართო არჩევანს, რომლებიც გარემოზე და ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ეს მიდგომა საშუალებას გაძლევს, შენს სილამაზეზე სრულყოფილად იზრუნო და ამავდროულად დაიცვა შენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები. თუ შენი პრიორიტეტიც ცხოველებზე ზრუნვა და გარემოზე ზიანის შემცირებაა, ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო სილამაზის პროდუქტები, რომლებიც ცხოველებზე არ იტესტება.