ირლანდიური, ლუდის ბრენდი Guinness-ი შეიძლება გაიყიდოს. სავარაუდო ღირებულება 10 მილიარდ დოლარამდეა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოს Telegram არხი ავრცელებს Bloomberg-ზე დაყრდნობით.
"ბრიტანული Diageo განიხილავს Guinness-ის ლუდის ბრენდის გაყიდვას, Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით, ბრენდის ღირებულებამ შესაძლოა 10 მილიარდ დოლარს მიაღწიოს," - წერია ინფორმაციაში.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Diageo PLC განიხილავს თავისი ისტორიული "გინესის ლუდის" ბიზნესის დაშლას, ანუ ნაწილის გასხვისებას, ან მთლიანად გაყიდვას.
კომპანია განიხილავს თავისი 34%-იანი წილის დათმობას Moet Hennessy-ში, ლუქს ფირმა LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SE-ის სასმელების განყოფილებაში.
ცნობისთვის, კომპანიის აქციების ფასი სტაბილურად იკლებს გასული წელიწადნახევრის განმავლობაში.
2024 წლის ნოემბერში Diageo-ს აქციების ღირებულება, 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ უკვე განიხილა თავისი Pimms ლიქიორისა და Ciroc არაყის ბრენდების პოტენციური გაყიდვები ჯერ კიდევ გასული წელს.
ირლანდიური ეს "მსუყე ბიზნესი" შეიძლება შეფასდეს 10 მილიარდი აშშ დოლარამდე.
"გინესი" იყო ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ კომპანიებს შორის ყველაზე მზარდი თავის სფეროში. 2022 წელს ცნობადობასთან ერთად მისი შემოსავლებიც გაიზარდა და გახდა გაერთიანებული სამეფოს ყველაზე პოპულარული ლუდი გახდა. მან გაყიდვებით "კარლინგ ლაგერსა" კი გადაუსწრო. დიდ ბრიტანეთში გაყიდვების დასტიმულირებამ კომპანიის ჯამური გაყიდვები 18%-ით გაზარდა.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჯგუფმა გამოავლინა მთლიანი გაყიდვები პირველად დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, სკოტჩსა და რომზე სუსტი მოთხოვნის ფონზე.
გუშინ, "გინესის" აქციები 4,2%-ით გაიზარდა და 2501,50 პენსს მიაღწია ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის დახურვამდე.