იაპონიის იმპერატორის 64 წლის იუბილესადმიმიძღვნილი მიღება 22 თებერვალს, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა.

იაპონური გამორჩეული საავტომობილო ბრენდი „მაზდა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან შემოვიდა, რომლის ოფიციალური და ერთადერთი წარმომადგენელიც საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“.

იმპერატორის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოსა და იაპონიის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებს სიტყვით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკჰიდეკი მიმართა. ღებას ესწრებოდნენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრ თეგეტას“ დირექტორი: ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდამჭერი. იაპონელი ხალხის ეროვნული დღესასწაულის ერთობლივად აღნიშვნა კიდევ უფრო აძლიერებს და აღრმავებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა კი ადსტურებს, რომ „მაზდა ცენტრი თეგეტა“ რეგიონში იაპონური ბრნდის გამორჩეული წარმომადგენელია.

მაზდა, როგორც ბრენდი, 100 წელზე მეტია არსებობს და დიდ მემკვიდრეობის მფლობელია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილებიშემქმნელი და ავტოინდუსტრიაში არაერთი ინოვაციის შემომტანია. საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმდგენი კი  უკვე წლებია სწორედ „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. ვცდილობთ, საერთაშორისო ინოვაციები  ქართული ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ მიზნით სისტემატურად ვნერგავთ სიახლეებს და მომხმარებელს  ახალ მოდელებს ვთავაზობთ. მაგალითად, გასულელს ბაზარს ორი ახალი ავტომობილი - CX60 და CX90 შევთავაზეთ. წინ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებია -  გვსურს, ფეხი ავუწყოთ იაპონური ბრენდის ტენდნციებს და სამოდელო რიგს ჰიბრიდავტომობილები შევმატოთ“.

მიღებაზე „მაზდას კუთხესთან სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. ღონისძიება Pullman Tbilisi-ში გაიმართა.

ცნობისთვის, იაპონიის საიმპერატორო ტახტზე აკიჰიტოს უფროსი შვილი, ნარუჰიტო 2019 წელს ავიდა, რის შემდეგაც იაპონიაში ახალი რეივასეპოქა დაიწყო, რაც ჰარმონიასა და წესრიგს ნიშნავს. ის იაპონიის რიგით 126-ე იმპერატორია. იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძებას იაპონიის საელჩო ყოველწლიურად, როგორც იაპონელი ხალხის ერთიანობის სიმბოლოს, მის პატივსაცემდ მართავს.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსშიშემავალი კომპანია მაზდაცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2011 წლიდანოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდისერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორიასაქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაცსთავაზობს.