I კვარტალში, ქვეყანაში, $16 370-ის ღირებულების 34.06 ტონა ბრიუსელის კომბოსტო შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 8.44 ტონით შემცირდა, თუმცა გაზრდილია თვითღირებულება.

(2023 წლის I კვარტალში, ქვეყანაში, $7 420-ის ღირებულების 42.50 ტონა ბრიუსელის კომბოსტო შემოვიდა).

იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 2024 წლის I კვარტალის მიხედვით:

ნიდერლანდები - $1 090-ის ღირებულების 0.40 ტონა.

თურქეთი - $ 15 280-ის ღირებულების 33.66 ტონა.