საქსტატის მონაცემებით, I კვარტალში ქვეყანაში $1 363 930-ის ღირებულების 982 110 კგ ახალი მარწყვი და ხენდრო შემოვიდა. 

იმპორტირებული პროდუქციის 99.8% თურქეთზე მოდის, საიდანაც $ 1 360 950-ის ღირებულების 980 620 კგ ახალი მარწყვი და ხენდრო შემოვიდა. იმპორტირებული პროდუქციის 0.2% კი ეგვიპტეზე მოდის, საიდანაც $2 980-ის ღირებულების 1 490 კგ პროდუქცია შემოვიდა. 

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2023 წლის I კვარტალში ქვეყანაში $269 230-ის ღირებულების 997 110 კგ ახალი მარწყვი და ხენდრო შემოვიდა. იმპორტიორი ქვეყანა კი მხოლოდ თურქეთი იყო.