გერმანული მოდის სახლი Hugo Boss AG გლობალურ ფასებს ზრდის. ამით მოდის სახლი შეეცდება ნაწილობრივ კომპენსირება გაუწიოს შეერთებული შტატების მიერ ახალი ტარიფებით დაწესებულ გავლენას. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ Hugo Boss AG-ის ფინანსურმა დირექტორმა ივ მიულერმა ინვესტორებთან სატელეფონო კონფერენციაზე, განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ივ მიულერმა განაცხადა, რომ 2026 წლის გაზაფხულის სეზონისთვის ზომიერი ფასების კორექტირებაა დაგეგმილი. ფასების ზრდა გავლენას არ მოახდენს ჩინეთზე, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით სუსტია.
„ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ფასების მხრივ ძალიან თავშეკავებულები ვიყავით. ჩვენ ვაგრძელებთ ფასისა და ხარისხის დაბალანსებული თანაფარდობის სტრატეგიის განხორციელებას“, - თქვა მიულერმა.