იაპონური ავტოკომპანია Honda მზად არის Nissan-ის შესყიდვაზე მოლაპარაკებები განაახლოს და მსოფლიოში მე-4 უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანია შექმნას. მთავარი პირობა „ნისანის“ ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორის, მაკოტო უჩიდას გადადგომაა.
Financial Time-ის ინფორმაციით, თავდაპირველად სინერგიის მხარდამჭერი თავად უჩიდა იყო, თუმცა მოლაპარაკებების ეტაპზე მას და Honda-ს მმართველს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ინფორმირებული წყაროს თქმით, Nissan-ს იმაზე რთული სიტუაცია აქვს, ვიდრე „ჰონდას“ შეფს- ტოშიჰირო მიბეს წარმოედგინა
შერწყმის მოლაპარაკებები კი სრულად შეწყდა, მას შემდეგ, რაც Honda-მ დაიწყო მოთხოვნა Nissan-ის სრულად შეერთება გადაწყვიტა, ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივი ჰოლდინგური კომპანია შექმნათ, რომელიც თანასწორობის პრინციპზე იქნებოდა დაფუძნებული.
უჩიდა ცდილობს დარჩეს თანამდებობაზე 2026 წლამდე, მაგრამ კომპანიის საბჭოს წევრები და Renault-ს პარტნიორები მოითხოვენ მისი გადადგომას აქტიურად მოითხოვენ. გარდა Honda-ს პოზიცისა, საქმეს ისიც ემატება, რომ უჩიდას მიერ წარმოებული 58- მილიარდიანი პროექტის მოლაპარაკებები ჩავარდა.
„ნისანს“ 1,2 ტრილიონი იენი ($6,6 მილიარდი) სუფთა თანხა აქვს, მაგრამ ფინანსური წლის პირველ ცხრა თვეში სრული ბიუჯეტის თითქმის ნახევარი თანხა უკვე დახარჯა.