საქართველოს პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ 22-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, განვითარებას ბრენდის განახლებული სტრატეგიით განაგრძობს. კომპანია 22 წლის იუბილეს მასშტაბური რებრენდინგით აღნიშნავს. განახლებული იდენტობა, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები და პრემიუმ გამოცდილება - სწორედ ასე ხვდება „გუდვილი“ განვითარების ახალ ეტაპს.

2025 წელი „გუდვილისთვის“ სიმბოლური თარიღია, რადგან ქვეყნის პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი 22 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღს სრულიად განახლებული იდენტობით ხვდება. რებრენდინგი აერთიანებს თანამედროვე ვიზუალურ სტილს და მომხმარებელზე კიდევ უფრო ორიენტირებულ მიდგომებს.

2000-იან წლებში, როცა ქართული საცალო ვაჭრობა მხოლოდ იწყებდა განვითარებას, „გუდვილმა“ პირველმა შესთავაზა მომხმარებელს სრულიად ახალი გამოცდილება - ჰიპერმარკეტი, სადაც მაღაზია უბრალოდ პროდუქტის შეძენის ადგილი არ იყო, არამედ ცხოვრების სტილის ნაწილი გახდა.

დღეს, 20 წლის შემდეგ, ბრენდი აგრძელებს საცალო ვაჭრობის სტანდარტების ჩამოყალიბებას საქართველოში - ამჯერად ახალი იდენტობითა და რებრენდინგით, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოლოდინებს.

გურანდა არჩუაძე, გუდვილის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

ჩვენთვის ეს რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არისეს არის ახალი ნაბიჯი მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაძლიერებლად. გუდვილი ყოველთვის იყო და იქნება ადგილი, სადაც მაღალი ხარისხი, ადამიანური ურთიერთობები და ყოველდღიური სანდოობა ერთიანდება. ამ ახალი ეტაპით კი მომავალს ვხვდებით თამამად!“

თანამედროვე და ღირებულებებზე დაფუძნებული ბრენდის ახალი იდენტობა

2024 წელს განხორციელებული რებრენდინგის ფარგლებში განახლდა გუდვილის ლოგო და მთლიანად ბრენდის ვიზუალური ენა.

ახალი Wordmark ლოგო და პატერნი წარმოადგენს თანამედროვე ფორმებში მოქცეულ სახელს - „Goodwill“ - რომელშიც ინტეგრირებულია „G“ ასო და რიცხვი 1, რაც სიმბოლურად აღნიშნავს იმას, რომ „გუდვილი“ არის პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომელიც ისწრაფვის განვითარებისკენ და ნერგავს ინოვაციებს.

განახლდა ფერთა პალიტრაც: Deep Green, Golden Beige და Warm Beige ქმნიან ელეგანტურ და თანამედროვე ვიზუალურ იდენტობას.

Premium გამოცდილება - ყველა დეტალში

„გუდვილი“ მომხმარებელს სთავაზობს:

  • მრავალფეროვან და ექსკლუზიურ ასორტიმენტს;
  • ევროპულ სტანდარტებზე მორგებულ მომსახურებას;
  • საკუთარ ადგილზე წარმოებულ მზა კერძებს, ხორცპროდუქტებსა და დესერტებს;
  • ადგილობრივ ფერმერებთან სტაბილურ პარტნიორობას.

„გუდვილში“ შოპინგი არის ხარისხის, კომფორტის და სიახლის აღმოჩენის პროცესის ერთობლიობა.

 

მისია და ღირებულებები

ბრენდის მისიაა შექმნას საუკეთესო შოპინგის გამოცდილება, რაც მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. პარალელურად, კომპანია ზრუნავს თანამშრომლებზე, ქმნის მათთვის პროფესიული ზრდის სივრცეს და ხელს უწყობს მათ კეთილდღეობას.

ბრენდის ღირებულებებია:

  • მომხმარებლის, თანამშრომლისა და პარტნიორისადმი პასუხისმგებლობა
  • ინოვაცია და მდგრადი განვითარება
  • ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა
  • უსაფრთხოების და ეკოლოგიის მაღალი სტანდარტების დაცვა.

 

გუდვილი - ტრადიციაზე დაფუძნებული ინოვაცია

და ბოლოს, გუდვილმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში შეძლო, გაეერთიანებინა ევროპული სტანდარტები, ქართული ღირებულებები და თანამედროვე ტრენდები. დღეს ის აგრძელებს განვითარებას და ბაზარზე ლიდერობას იმავე ერთგულებით, რაც მას წლების განმავლობაში გამოარჩევს.

გუდვილი - შენი გემრიელი ცხოვრებისთვის!

რებრენდინგის კვლევებსა და პროცესებში მონაწილეობდა პიარ სააგენტო „ჯეპრა.