საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები eCommerce Association Georgia-ს წევრებს შეხვდნენ.

სააგენტოს ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ელექტრონული კომერციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე იმსჯელეს. აგრეთვე, მიმოიხილეს აღნიშნული მიმართულებით დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკა. 

საუბარი შეეხო ონლაინ ვაჭრობის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებსა და იმ სტანდარტებს, რომლებსაც თანამედროვე ციფრული ბაზარი უნდა აკმაყოფილებდეს.

აღინიშნა, რომ GCCA-ის მიერ ცოტა ხნის წინ შემუშავებული ელექტრონული კომერციის სახელმძღვანელო „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა ეფექტური აღსრულების მიზნით მომზადდა. ითქვა, რომ დოკუმენტი ბიზნესსექტორს, ელექტრონული კომერციის სუბიექტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს პროცესების სწორად წარმართვაში დაეხმარება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში უსაფრთხო ონლაინ გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

ინფორმაციას GCCA ავრცელებს.