საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „რონიკოსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
GCCA-ს ინფორმაციით, მათსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
-გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
-შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და სავაჭრო ობიექტებში განათავსოს;
-უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება;
-მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და ა.შ.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.