25 წლის განმავლობაში პირველი ზარალის შემდეგ, კომპანია „გაზპრომმა“ მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში დიდი ოდენობის უძრავი ქონებისთვის მყიდველების ძებნა დაიწყო.

მათ შორის არის საოფისე შენობები სტროიტელის ქუჩაზე; სანატორიუმ-საკურორტო კომპლექსი „Imperial Park Hotel & Spa“ პერვომაისკოეის დასახლებაში, სოფელ როგოზინოში; არასაცხოვრებელი ფართი პირველ სართულზე ნოვოჩერემუშკინსკაიას ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ასევე 96 ადგილის ავტოსადგომი მოსკოვში კომპანიის მთავარ ოფისთან ახლოს.

წყარო: cnews.ge