„მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა გაზრდილია, მიწოდება უფრო მეტია და გასაყიდი ავტომობილების რაოდენობა მოთხოვნას აჭარბებს“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ ისაუბრა. მისი თქმით სანქციებთან დაკავშირებული პროცესები გავლენას ახდენს ბევრს საკითხზე, მათ შორის ავტოიმპორტიორების და მომხმარებლის მოლოდინებზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ პარტნიორ ქვეყნებზე.

„ამ ეტაპზე ბაზრობებზე, რომ გავიდეთ, დავინახავთ, რომ მომხმარებლები არიან, თუმცა სასურველია მეტი იყოს, რადგან თვეების განმავლობაში მანქანები დგას, მყიდველი კი არ ჩანს, მათ ემატებათ ბაზრობაზე დგომის გადასახადი, შესაბამისად იმპორტიორები ხარჯებს ვერ აუდიან და ცდილობენ თვითღირებულებაში მაინც გაყიდონ.

პანდემიური წლების დასრულებამ გააჩინა დადებითი მოლოდინი, რომ ატომობილებზე მოთხოვნა გაიზრდებოდა, მართალია მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ მიწოდებამ გადააჭარბა.

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის შემდეგ დაღმასვლა გვქონდა და დარგი უკან და უკან მიდიოდა, თუმცა შემდეგ აღდგენა დაიწყო.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.