თბილისში, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია იმართება. კონფერენციის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.
„ახლა ბიუჯეტში უშველებელ თანხებს ვიხდით.. იყო პერიოდი, როცა ჩვენ საგადასახადოსთვის ვიხდიდით ფულს, ახლა, უკვე 25 წელია 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და იგივე აზროვნებით გვინდა ცხოვრება? მე არ მინდა.
ჩვენი გზავნილი იქნება, რომ ყველამ თავისი როლი შეასრულოს მაღალ დონეზე. მე არ ვიცი, რა დონის პოლიტიკოსები გვყავს, მაგრამ ის, რომ საგარეო და შიდა პოლიტიკა.. გადაბრალება, შუღლის ჩაგდება და ერთმანეთის წაკიდება, ჩემთვის მიუღებელია.
შეფასება ძალიან რთულია, რადგან გაუგებრობაში ვართ, იზოლაციისკენ დიდი რისკია და თითქმის, ვართ კიდევაც. ის განცხადებები, რომ საუბრობენ, თითქოს ყველაფერი კარგად იქნება და განცხადებები, რომ ვისაც კანონები და წესები არ მოგწონთ, წადით ქვეყნიდან, ძალიან შეურაცხმყოფელია, რადგან, მერწმუნეთ, რომ ჩვენზე დგას ეს ქვეყანა. როცა სახელმწიფო საუბრობს, რომ ეკონომიკის ზრდა არის 6 პროცენტი და პარლამენტი ტაშს უკრავს, უნდა გადმოიხედოს ჩვენკენაც“, - ამბობს ჭყონია.