,,გადავაჭარბეთ ყველანაირ ნიშნულს რაც კი საქართველოში ტურისტის შემოდინების კუთხით გვქონდა", - ამის შესახებ HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროს ფასები წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 10%-ით გაზრდილია.

"ასეთი აპრილი არ გვქონია არც პანდემიამდე, საბედნიეროდ. საქართველოსთვის არის 4 პრიორიტეტული მიმართულება, საიდანაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის. ესენია: საუდის არაბეთი, საამიროები, რუსეთი, მეზობელი ქვეყნები, ევროპა და ამას ემატება ინდოეთი და ჩინეთი ძირითადად ჯგუფური ტურების კუთხით.

ყველას აინტერესებს ძველი თბილისი, კულტურული, სამლოცველო ტურები და ის ღირსშესანიშნაობები, რაც საქართველოს აქვს, მათ შორის, ზღვა და მთა.

ბრენდულ და მაღალი ტიპის სასტუმროში სეზონის ბოლომდე ნარჩუნდება 250-300 დოლარამდე გამოცხადებული ფასები. საშუალო ტიპის, 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ფასი 140-160 დოლარამდე, ხოლო მცირე ტიპის ობიექტების ფასი 80-100 დოლარამდეა.

წინა წელთან შედარებით ფასები, ალბათ, 10%-ით გაზრდილია, ხოლო თუ პანდემიამდელ პერიოდს შევადარებთ 5-დან 10%-მდე გვაქვს გადაჭარბება სასტუმროს ფასების", - აცხადებს გიორგი დოლიძე.

bp.ge