ფეროშენადნობების ექსპორტი 102%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 219,625.38 ათასი დოლარის ღირებულების 190,860.52 ტონა ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტი მხოლოდ 94,331.66 ტონა იყო.

ფეროშენადნობებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო. 

2024 წელს რვა თვეში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 31 ქვეყანაში დაფიქსირდა.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ფეროშენადნობები გაყიდა:

თურქეთი - 78,129.84 ტონა;

აშშ - 48,056.45 ტონა;

ეგვიპტე - 17,049.57 ტონა;

იტალია - 7,115.16 ტონა;

უკრაინა - 6,480.00 ტონა.