ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 13:00 საათზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უკვე შეხვდა სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები უკვე გაიმართა ქართველ მწარმოებლებთან და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთანაც.
ცნობისთვის, ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს. საპარლამენტო დროებით კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.