მიმდინარე წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაში 116 მლნ 234 ათასი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. გასულ წელთან შედარებით, ეს რიცხვი 169.9 მლნ-ით არის შემცირებული.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ევროკავშირიდან „ბორჯომში“ და „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ჩაიდო.

კომპანიების ჩამონათვალი, რომლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია;
  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
  • შპს ენთეინ ჯორჯია.