Kan-Guroo-ს დამფუძნებელი, ოთარ მელანაშვილი, რომელიც "თავისუფალი ბიზნესების" პლატფორმის კონფერენციას დაესწრო, ამბობს, რომ Erasmus-ის გაცვლით და სხვა მსგავს საგანმანათლებლო პროგრამებს საფრთხე ემუქრება.
მისი ინფორმაციით, უარი რამდენიმე პროგრამაზე დაფიქსირდა ევროპის მიმართულებით და დაფინანსებაც შემცირებულია.
მელანაშვილის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესები "ოცნების" პოლიტიკას ემიჯნება და პროტესტს ღიად აფიქსირებს, მთავრობის გამო, მაინც ხდება პროგრამების შეჩერება.
"უარი რამდენიმე პროგრამაზე დაფიქსირდა ევროპის მიმართულებით, ეს შეიძლება იყოს გერმანიაში. დაფინანსებები სტატისტიკურად მაინც დაბალზეა წარმოჩენილი, ვიდრე აქამდე იყო," - ამბობს Kan-Guroo-ს დამფუძნებელი და დასძენს, რომ სტუდენტების მიმართულებით გაცვლითი პროგრამებზე დაფიქსირდა ბევრი ხარვეზი. მაგალითად, ვერ ჩატარდა ღია კარის დღე. მიზეზი, მელანაშვილის თქმით, გაფიცვები და პროტესტია, რის გამოც ვერ გაიმართა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები.
"ძალიან ბევრი რაღაც ფერხდება. Erasmus-ის გარკვეულ პროგრამებს აქვს საფრთხეები",- ამბობს Kan-Guroo-ს დამფუძნებელი, რომელიც სტუდენტებს უშვებს უცხოეთში, რომ მიიღონ განათლება. ასევე ეხმარებიან სტარტაპს, დარეგისტრირებაში ეს ევროპის თუ ამერიკის მიმართულებით.