26 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ყოველწლიური კონკურსის - „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო- ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, რიგით მერვე ცერემონია გაიმართა

გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სახელით, „ეფეს საქართველოს“ „ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის - სპეციალური აღიარების ჯილდო“ გადაეცა. ეფეს საქართველოკონკურსის დასაბამიდან - დღემდე, აქტიურად არი ჩართული აღნიშნულ ინიციატივაში, მრავალი წელია, უზიარებ ბიზნეს სექტორსა და საზოგადოებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და არიკორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულიც.

„ეფე საქართველოსთვის კორპორაციული მდგრადობა დეკლარირებული პრიორიტეტია. 17 წელზე მეტია, რაც კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. შესაბამისად, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროგრამის ფარგლებში მიღებული ჯილდოები სწორედ, აღნიშნული მიმართულებით ჩვენ მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. წელს, გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წების განმავობაში გაწეუი საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო გადმოგვეცა, რაც ნამდვილად საამაყოა.მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ჩვენს აქტივობებს ღირსეული სამუშაო გარემოს გასაძლიერებლად, კომპანიისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, და ასევე მდგრადი მოხმარებისა და წარმოების განვითარებისთვის,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი ქეთი ჟვანია.

ღონისძიება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რომელმაც ევროინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, ბიზნესის ძალისხმევისა და ლიდერობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაეროს გლობალური შეთანხმებისროლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი გარკვეულწილად, ასრულებს საზომის ფუნქციას, თუ რა მდგომარეობაა დღეს, რა მიზნები აქვს ბიზნეს სექტორს, რა პროგრესი აქვთ კომპანიებს საქართველოში მდგრადობის მიმართულებით და რა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჯილდოს კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციები.   კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია შვედეთის დაფინანსებით, პროექტის - “ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისორგანიზებით გაიმართა.