არაბული დეველოპერულ კომპანიის Eagle Hills-ის პროექტში Tbilisi Waterfront - 1 კვადრატული მეტრი აპარტამენტის ფასი 2.090 აშშ დოლარიდან დაიწყება, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ სარეკლამო რგოლშია ნათქვამი.

„თბილისში, მდინარის პირას, გარემონტებული პრემიუმ კლასის აპარტამენტის ფასი სრული რემონტით კვ.მეტრზე 2.090 აშშ დოლარიდან დაიწყება“, - ნათქვამია Eagle Hills-ის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში ყველაზე მთავარი ბიზნეს და საინვესტიციო მოვლენა UAE-ს მსხვილ დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ 6.5-მილიარდიან საინვესტიციო შეთანხმება იყო.

Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს:  თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი): კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები. გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი): პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას. სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი მოიზიდოს, რაც 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.