ძვირად ღირებული ავტომობილების ექსკლუზიურ ფერში შეღებვის სერვისზე მოთხოვნა გაზრდილია. მოთხოვნის საპასუხოდ ბრიტანული ავტომობილების მწარმოებელი Jaguar Land Rover 80,71 მილიონი აშშ დოლარის (65 მილიონი ფუნტის) ინვესტიციას ახორციელებს. ინვესტიცია გაერთიანებულ სამეფოსა და სლოვაკეთში ძვირად ღირებული მანქანების საღებავის სერვისების გაფართოებას მოხმარდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

JLR კლიენტებს შესაძლებლობას მისცემს ავტომობილები ნებისმიერ ფერში შეღებონ. მათ შორის, მათ მფლობელობაში არსებული კერძო თვითმფრინავის ან იახტის ფერში. ამ მიზნით Jaguar Land Rover მის მფლობელობაში არსებული ექსკლუზიური ფერების რაოდენობას გააორმაგებს.

კომპანია საღებავების ახალ ქარხნებს დიდი ბრიტანეთი, (Castle Bromwich-ში, West Midlands) და სლოვაკეთში (Nitra-ში) გახსნის.