east fruit - ის ცნობით ქართული მარწყვის ბაზარზე კოოპერატივი, Madlieri გამოჩნდა და მისმა ჯამურმა ინვესტიციამ 2 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 850 000 ლარი  კოოპერატივმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით მიიზიდა.


კომპანია შიდა ქართლის ახალაშენებულ სათბურში 300 ტონა მარწყვის წარმოებას გეგმავს.სისტემა მექანიზებულია, რაც კენკრის კრეფის ან სხვა საჭირო ოპერაციების შესასრულებლად რიგებში სიმაღლის დარეგულირების საშუალებას იძლევა.

კოოპერატივის მიერ შემუშავებული სისტემა არსებული სანიაღვრე სისტემების გაუმჯობესებული ვერსიაა, რაც, ღია გრუნტზე გაშენებასთან შედარებით, ჰექტარზე ხუთჯერ მეტ კენკრას იძლევა. სათბურის საწვავად ბუნებრივ აირს იყენებენ, თუმცა კოოპერატივს გათბობის სისტემაც ექსპერიმენტული აქვს. კერძოდ, სათბურში დამონტაჟდა სარწყავი მილების სისტემა, რომელიც კენკრის ფესვებს წყლით ათბობს. საკმარისია მცენარის მხოლოდ ფესვების 10 გრადუს ცელსიუსამდე გათბობა, რომ ყველაზე ცივ თვეებში მოსალოდნელი მაქსიმალური მოსავლიანობა 50-70%-ს შეადგენდეს. მცენარეს გათბობა მხოლოდ იანვრიდან აპრილის შუა რიცხვებამდე სჭირდება, რაც წელს კოოპერატივს ხარჯის სახით 31 000 ლარი (12,074 დოლარი) დაუჯდა.

კოოპერატივი, Madlieri თავის პროდუქციას ადგილობრივ შემფუთავ კომპანია Georgian Agro Product-ს აწვდის, რომელიც კენკრას Planta-ს ბრენდით სუპერმარკეტების ქსელებში ყიდის. თუმცა მაისში კოოპერატივი დღეში ერთ ტონაზე მეტ კენკრას აწარმოებს და სუპერმარკეტებში პირდაპირ მიწოდებას გეგმავს.


როგორც Madlieri-ს ხელმძღვანელმა, გიორგი თავაძემ EastFruit-ს განუცხადა, კოოპერატივის მიზანია, რომ სუპერმარკეტების თაროებზე ქართველი მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მარწყვი მთელი წლის განმავლობაში იყოს ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ექსპორტს, თავაძე საექსპორტო ბაზრად სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოიაზრებს. მისი შეფასებით, ამჟამად ამ ბაზარზე პრემიუმ-ხარისხის მარწყვი აშშ-დან შედის, საიდანაც მგზავრობას 10-12 საათი სჭირდება, საქართველო კი თვიმფინავით კენკრის მოკლე დროში მისაწოდებლად ბევრად უკეთეს გეოგრაფიულ მდგომარეობაშია.