რეგიონული სცენა გლობალური იდეებისთვის - კრიპტო, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.
თბილისი ემზადება DEF-AI 2025-ისთვის. კონფერენციისთვის, სადაც ერთიანდება ციფრული ფინანსები, კრიპტო, ბლოკჩეინი და ხელოვნური ინტელექტი.
ორგანიზატორი DGFI უკვე დამკვიდრდა, როგორც კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გლობალურ ექსპერტებს, ინოვაციურ სტარტაპებსა და პროგრესულ ინვესტორებს ერთ სივრცეში.
DEF-AI 2025 არ არის უბრალოდ ტექნოლოგიური კონფერენცია, ის საქართველოს წარმოაჩენს, როგორც ერთგვარ ჰაბად, სადაც მომავლის ციფრული ეკონომიკა აქტიურად ყალიბდება.
მომავლის ეკონომიკა - WEB3 სამყარო, კრიპტო აქტივები და AI ტექნოლოგია
კონფერენცია ეხება ისეთ თემებს, რომლებიც სცდება მხოლოდ ტექნოლოგიურ ჩარჩოებს.
დისკუსიების ფარგლებში მიმოხილული იქნება, თუ როგორ ინტეგრირდება ციფრული აქტივები, ანუ კრიპტო, გლობალურ და ტრადიციულ ბაზრებში, როგორ ქმნის ტოკენიზაცია ახალ ღირებულებით სისტემებს და როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებას.
DEF-AI აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ ინოვაციურ ინსტრუმენტებზე, არამედ მათ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენებსა და შედეგებზე.
Cryptal - DEF-AI-ის მხარდამჭერი
DEF-AI-ის მრავალწლიანი წარმატების ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტორი იმ კომპანიების მუდმივი მონაწილეობა და ჩართულობაა, რომლებიც ამ ინდუსტრიას მომავლის მიმდინარეობად განიხილავენ.
ერთ-ერთი ასეთი კომპანია საქართველოს წამყვანი კრიპტო ბირჟა, Cryptal არის, რომელიც მუდმივად უჭერს მხარს მსგავს წამოწყებებსა და კონკრეტულად DEF-AI-ის.
როგორც ღონისძიების მხარდამჭერი, Cryptal მიესალმება დისკუსიებს კრიპტოს, Web3-ისა და AI-ის გარშემო. Cryptal-ისა და DEF-AI-ის მეგობრობა კი, კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება გლობალური ტენდენციების თარგმნა ქართულ ბაზარზე პრაქტიკულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გადაწყვეტებად.
კრიპტალის კონტრიბუცია აქ არ მთავრდება. DEF-AI-ის სცენაზე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, სპიკერის როლში Cryptal-ის CEO-ს ხვიჩა კოპინაძესაც ვიხილავთ, რომელიც საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციებსა და კომპანიის გამოცდილებას გაუზიარებს.
რა ელოდებათ სტუმრებს?
DEF-AI წლების განმავლობაში აერთიანებს 10,000-ზე მეტ მონაწილეს, რომლებიც საერთო ძალისხმევით ქმნიან ინოვაციურ საზოგადოებას. ბიზნესმენები, დეველოპერები, კრიპტო ენთუზიასტები და ინვესტორები ღონისძიებას განიხილავენ როგორც სივრცეს, სადაც იბადება პარტნიორობა და იცვლება საინტერესო იდეები თუ სიახლეები.
2025 წლის კონფერენცია 1,000+ სტუმარს უმასპინძლებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს DEF-AI-ის როლს, როგორც რეგიონული ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ადგილად.
სტუმრებს ღონისძიების ფარგლებში ელოდებათ:
- პანელური დისკუსიები ციფრულ ფინანსებსა და AI ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
- ინსპირაციული გამოსვლები მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით.
- ქსელური სივრცეები და ექსკლუზიური ღონისძიებები (Side Events)
DEF-AI 2025 უბრალოდ კონფერენცია არ არის, ეს ერთგვარი ადგილია, სადაც იქმნება მომავალი. ღონისძიების მიზანია, რეგიონს მიეცეს ერთგვარი პლატფორმა, სადაც ყველაზე ამბიციური იდეები და ადამიანები ერთად შეიკრიბებიან.
სად და როდის იმართება DEF-AI 2025?
2025 წლის DEF-AI თარიღი არის 19 სექტემბერი, ადგილი კი თბილისი, Republic Event Hall. ერთდღიანი ფორმატის ფარგლებში, სტუმრებისათვის წარმოდგენილი იქნება ინსპირაციული გამოსვლები, დისკუსიები და ცალკეული ექსკლუზიური ღონისძიებები.
დამატებით, 19 სექტემბერს, ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთში გაცვალონ ინოვაციური იდეები და მოისმინონ სიახლეები თუ მომავლის ტენდენციები.
როგორ შეიძლება ბილეთების ყიდვა? – Cryptal-ის ფასდაკლება
დაინტერესებულ მომხმარებლებს, ბილეთების შეძენა პლატფორმა tkt.ge-ს დახმარებით შეუძლიათ.
Cryptal-ის მხარდაჭერით კი, ღონისძიება კიდევ უფრო ხელმისაწვდომია. ბილეთების შეძენისას TKT.ge-ზე, მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ პრომო კოდი Cryptal2025, რაც 20%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.