მსოფლიოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა, ამერიკულმა Coca-Cola Co-მ 2024 წლის მეოთხე კვარტალში  წმინდა მოგება 11%-ით გაზარდა, ხოლო შემოსავალი 6%-ით.

თუმცა, Coca-Cola-ს წმინდა მოგება 2024 სრული წლისთვის შემცირდა 1%-ით და 10,63 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 2,46 აშშ დოლარი აქციაზე. კომპანიის წლიური შემოსავალი გაიზარდა 3%-ით 47,06 მლრდ დოლარამდე.

Coca-Cola-ს პრესრელიზის თანახმად, წმინდა მოგებამ ოქტომბერ-დეკემბერში 2,2 მლრდ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 1,97 მილიარდ დოლართან შედარებით. მოგება აქციაზე $0.46-დან $0.51-მდე გაიზარდა.

კომპანიის ერთეულის გაყიდვები 2%-ით, ხოლო მისი პროდუქციის საშუალო გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა.

ჩრდილოეთ ამერიკაში Coca-Cola-ს შემოსავალი გაიზარდა 16%-ით, ლათინურ ამერიკაში 10%-ით, EMEA-ს რეგიონში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) 6%-ით, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 9%-ით.

გაზიანი გამაგრილებელი სასმელების გაყიდვები კვარტალში 2%-ით გაიზარდა, წყალი, სპორტული სასმელები, ყავა და ჩაი ასევე 2%-ით, ხოლო წვენები, რძიანი სასმელები და მცენარეული სასმელები 1%-ით შემცირდა.